საკრედიტო ოფიცერი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საკრედიტო ოფიცერი - ზუგდიდი
მომწოდებელი: ნეოკრედიტი
გამოქვეყნდა: 12 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ
საკრედიტო ორგანიზაცია "ნეოკრედიტი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ზუგდიდი

ძირითადი მოვალეობები:

** მცირე სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების გაცემა;
** აქტიური მარკეტინგული საქმიანობა, კლიენტთა მოძიება;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხიანი, ოპერატიული და ეფექტური მართვა;
** კლიენტთა სრული მომსახურება ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად;
** კლიენტის განაცხადების შესწავლა, დამუშავება, დეტალური გამოკვლევა და ანალიზი;
** დაგვიანებულ და პრობლემურ სესხებთან მუშაობა;
** დეტალური ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) კარგად ცოდნა;
** კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები; დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად დასრულების უნარი;
** ენერგიულობა, მოტივირებულობა მიზნის მიღწევაზე, გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი, მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ემოციური წონასწორობა, შედეგზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე neocredit@yahoo.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 25 თებერვალი.

მისამართი: ზუგდიდი, კოსტავას 70.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე