სავაჭრო ობიექტი, რომელის გახსნაც იგეგმება 2019 წლის მაისში და რომლის ძირითადი საქმიანობა იქნება სურსათის რეალიზაცია, აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების გეგმის შემუშავება, წარდგენა კომპანიის მენეჯმენტთან და განხორციელება;
** მაღაზიის პერსონალის მართვა;
** მაღაზიაში მომსახურების სტანდარტის დაცვის უზრუნველყოფა;
** არსებული ასორტიმენტის, ფასების და მარაგების ეფექტურად მართვა;
** დადგენილი წესით მაღაზიაში სასაქონლო ნაშთის მუდმივი კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სავაჭრო ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მოლაპარაკებების კარგად წარმოების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kutaisisupermarket@gmail.com
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებაზე და კვალიფიკაციაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. |