რეგიონალური იურისტი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეგიონალური იურისტი - კახეთი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 12 თებ / ბოლო ვადა: 24 თებ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური იურისტის თანამდებობაზე კახეთში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 40 ფილიალისა და 16 სერვისცენტრის მეშვეობით.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო განყოფილების სამართლებრივი უზრუნველყოფა, (იურიდიულ პირების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ანალიზი)
** ვადაგადაცილებული სესხების კომიტეტის გადაწყვეტილებების აღსრულება;
** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლო პროცესებზე და მისი ინტერესების დაცვა ყველა კატეგორიის საქმეებზე;
** კომპანიის წარმომადგენლობა საარბიტრაჟო სამართალწარმოებაში და მისი ინტერესების დაცვა გადაწყვეტილების ცნობა აღსრულების ეტაპზე;
** აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და საჯარო დაწესებულებებში  წარმომადგენლობა (ნებართვები, ლიცენზიები), იურიდიული სამსახურის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება რეგიონში;
** სხვადასხვა სახის წერილების, აქტების, საპრეტენზიო საჩივრების და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** საბანკო საფინანსო სფეროში იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სტაჟი (სასურველია);
** ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატი (საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაციით).

"კრისტალი" ეძებს მათ, ვისაც აქვს:

** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები;
** ამოცანის შესრულებაზე ორიენტირებული;
** გუნდის აქტიური წევრობა;
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის განსაკუთრებული უნარები;
** ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგია და დისციპლინირებულობა.

დაინტერესებულ პირებს 2019 წლის 24 თებერვლის  17:00 საათამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს,  მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. "კრისტალი" გამორიცხავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას შერჩევისა და თანამშრომლობის ყველა ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე