საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: YOYOSO
გამოქვეყნდა: 12 თებ / ბოლო ვადა: 12 მარ
"YOYOSO" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

"YOYOSO" კორეული ბრენდია, რომელიც 2014 წელს დაარსდა და ამჟამად ათასზე მეტი  სავაჭრო ობიექტით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე. საქართველოში "YOYOSO"-ს პირველი ფილიალი 2018 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა. "YOYOSO"  ქართველ მოხმარებელს 2000 მდე დასახელების პროდუქციას სთავაზობს, რომელიც ძირითადად  სავაჭრო  პროდუქციის რვა კატეგორიას ეფუძნება, რაც მოიცავს: კოსმეტიკას, სახლისა თუ ელექტრო მოწყობილობების აქსესუარებს, საკანცელარიო ნივთებს, ყოველდღიურ მოდურ აქსესუარებსა და სეზონურ საჩუქრებს.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციისა და შეკვეთების მიღება;
** საქონლის მიღება, დასაწყობება და კონტროლი;
** საწყობის პროდუქციის აღწერა;
** საქონლის მარკირება.

კომპეტენციები:

** სასურველია მსგავს  პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საბაზისო მათემატიკური უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-ფოსტაზე: hr@yoyoso.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი".

"YOYOSO" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე