გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 12 თებ / ბოლო ვადა: 12 მარ
დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი ესაჭიროება კომპანია სმარტბოქს, რომელიც ახორციელებს სამშენებლო ტექნიკის გაქირავებას.

ვებგვერდი: http://www.sbemar.com

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ტექნიკის გაქირავების სერვისის გაყიდვა;
** გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** კლიენტებთან დაკავშირება სატელეფონო ზარებისა და ელ.ფოსტის საშუალებით, შეხვედრების ორგანიზება;
** კორპორატიულ კლიენტებთან ინფორმაციის დაგზავნა;
** ქართული სამშენებლო ბაზრის ათვისება-შესწავლა;
** სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტი;
** ახალი პარტნიორებისა და კლიენტების ძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის გაღრმავება და განმეორებითი შეკვეთების მიღება;
** ვებ-გვერდთან და სოციალურ მედია საშუალებებთან (Facebook, Instagram) მუშაობა;
** რეკლამის განთავსება;
** შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება;
** არსებული კლიენტებისა და პროექტების ბაზის წარმოება (CRM);
** კატალოგების, ბროშურების, შეთავაზებების გაფორმება;
** გამოფენებში მონაწილეობის მიღება;
** პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** რუსული ენის კარგად ცოდნა აუცილებელია;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო ტექნიკის სფეროს კარგად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** დამაჯერებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი;
** მზაობა მივლინებებისთვის.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი: 1200 ლარი;
** ბონუსი საგამოცდო პერიოდის წარმატებულად გავლის შემთხვევაში.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე