ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: ბავშვი და გარემო
გამოქვეყნდა: 12 თებ / ბოლო ვადა: 12 მარ
ორგანიზაცია "ბავშვი და გარემო" აცხადებს კონკურსს მობილური სამსახურის ფსიქოლოგის თანამდებობაზე, რომელიც დახმარებას გაუწევს  ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი პროფესიული;  
** გამოცდილება: ბავშვებთან მუშაობის პროფესიული გამოცდილება. 

ანგარიშვალდებულია: პროექტის კოორდინატორის, მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი სოციალური მუშაკისა და პროგრამის მენეჯერის მიმართ.

სამუშაო მიზანი:  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რეაბილიტაციის და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა.

მობილური სამსახურის ფსიქოლოგის მოვალეობები:

** ველზე მუშაობის პროცესში ადგილზე შეაფასოს ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტი. იმ შემთხვევაში, თუ სმს უფროსი სოციალური მუშაკი არ ახლავს მობილურ ჯგუფს, დაუყონებლივ მიაწოდოს მას ინფორმაცია ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესახებ;
** დაამყაროს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ბავშვებთან;
** დაეხმაროს მობილური ჯგუფის სხვა წევრებს ბავშვებთან კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
** ადგილზე შეაფასოს ბავშვები მათი განვითარებისა და განათლების დონის შეფასების მიზნით  და იზრუნოს ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე (საჭიროების შემთხევაში);
** მიაწოდოს ბავშვს ინფორმაცია სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე. მაგ., ჯანსაღი ცხოვრების წესთან და სხვა სასიცოცხლო უნარებთან დაკავშირებით;
** ჩართოს ბავშვი არაფორმალური განათლების, გართობისა და სპორტულ აქტივობებში;
** უშუალოდ იმუშაოს ბავშვთან ინდივიდუალური ან ჯგუფური აქტივობების მეშვეობით;
** საჭიროების შემთხვევაში, ბავშვებისათვის წერა-კითხვისა და ანგარიშის სწავლება და სხვა საბაზისო უნარების განვითარება;
** ბავშვის დღის ცენტრის ან 24-საათიან მომსახურებაში ჩარიცხვის შემდეგ ფსიქოლოგმა მომსახურების ფსიქოლოგსა და აღმზრდელებს უნდა გააცნოს ბავშვის საქმე და, საჭიროების შემთხევაში, გარკვეული დროის განმავლობაში გააგრძელოს მუშაობა ბავშვთან შესაბამის მომსახურებაში;
** საჭიროების შემთხევაში, კონსულტაცია გაუწიოს მობილური ჯგუფის თანამშრომლებს;
** საჭიროების შემთხვევაში, შეასრულოს ხელმძღვანელობის  სხვა დავალებები;
** დროულად  წარუდგინოს ანგარიშები პროექტის კოორდინატორს.

სამუშაო რეჟიმი: კვირაში 40 სთ; სამუშაო დღეები განისაზღვრება უშუალო ხელმძღვანელების მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, რომელსაც დასაქმებული ეცნობა ყოველი თვის 01 რიცხვამდე.

დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 24 თებერვლის 16.00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტები:  

** განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი და სხვა სერტიფიკატები (თუკი ასეთები აქვს);
** შრომითი ბიოგრაფია CV-ს ფორმატში:
** სამოტივაციო წერილი (რატომ სურს, გახდეს მობილური სამსახურის ფსიქოლოგი და როგორ განახორციელებს ამ საქმიანობას);
** რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (თუკი ასეთი აქვს).

საბუთები უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ორგანიზაცია "ბავშვი და გარემოს" სათავო ოფისი, ქ. თბილისი, დიდუბის რ-ნი, აბასთუმნის ქ. 4 - ყოველდღიურად, გარდა შაბათ-კვირისა, 11-დან 15 საათამდე, ასევე ელფოსტაზე: bavshvidagaremo@yahoo.com

ტელეფონი: 577 405403 ან 2 240333.

შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე