დირექტორის მოადგილე - ფინანსები და მარკეტინგი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დირექტორის მოადგილე - ფინანსები და მარკეტინგი - ქუთაისი
მომწოდებელი: სამკერვალო გაერთიანება იმერი
გამოქვეყნდა: 12 თებ / ბოლო ვადა: 12 მარ
სს სამკერვალო გაერთიანება "იმერი"  80 წლიანი გამოცდილების, საზოგადოების თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული და მზარდი შესაძლებლობების მქონე კომპანიაა, რომლის სახელი მრავალფეროვან არჩევანსა და წარმოებული პროდუქციის მაღალ ხარისხთან ასოცირდება.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ მოკლე ვადაში შეიქმნან ერთი მხრივ მაღალანაზღაურებადი პროფესიული კარიერა, მეორე მხრივ შეძლონ კომპანიის მოგებისა და საბაზრო წილის მაქსიმალური ზრდა.  

თანამდებობა:  დირექტორის მოადგილე ფინანსებისა და მარკეტინგის საკითხებში

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი  
ანგარიშგება:  დირექტორის მოადგილე ფინანსებისა  და მარკეტინგის საკითხებში ექვემდებარება აღმასრულებელ დირექტორს და ასევე ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტრუქტურების წინაშე.

ძირითადი ფუნქციები:  

** კომპანიის პროგრამული და ადმინისტრაციული ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
** კომპანიის ფინანსური და ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა, პროცედურების დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი;
** მიღებული პროდუქციის აღრიცხვა, ფასწარმოქმნა და გადანაწილება
** ბიზნესის ფინანსური მომგებიანობის ანალიზი, ინვესტიციების შეფასება;
** კომპანიის  მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება და მონიტორინგი;
** კომპანიის  ფინანსების და მიმდინარე ხარჯების მართვა;
** კომპანიის საცალო და საბითუმო გაყიდვების დაგეგმვა, მართვა და კონტროლი
** საგადასახადო და სააღრიცხვო დოკუმენტაციის კონტროლი;
** ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე კონტროლი
** კომპანიის ფინანსური ანგარიშების (თვიური, კვარტალური, წლიური, საბოლოო) წარმოების უზრუნველყოფა.
** სამეთვალყურეო საბჭოსთვის საქმიანობის შესახებ სწორი და სრულყოფილი ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში კომპანიის  ფინანსური ინტერესების წარდგენა მესამე პირებთან ურთიერთობისას;
** ბაზარზე არსებული მდგომარეობის მუდმივი ანალიზი.
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბება და გაყიდვების მიზნების მიღწევა მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელების გზით.
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
** კომპანიის ბრენდის იმიჯის სწორი პოზიციონირება.
** მომხმარებლებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა შესაძლო ხარვეზების, პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, კლიენტების ლოიალურობისა და შენარჩუნების კოეფიციენტის ზრდის მიზნით.
** კომპანიის ცალკეული მარკეტინგული აქტივობის შედეგიანობის ანალიზი.
** ლოჯისტიკური პროცესების მუდმივი ზედამხედველობა;
** ახალი პარტნიორების ძიება;
** სატრანსპორტო და სხვა ხელშეკრულებების გაფორმება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
** ყოველთვიური რეპორტინგის მომზადება.

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით: 

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 40 წლამდე.
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით.
** მაგისტრის წოდება ჩაითვლება პრიორიტეტად.
** ფინანსური ერთეულის ან მარკეტინგის მიმართულებით ხელმძღვანელად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ფლობა.

პროფესიული უნარები:

** ბიუჯეტირების და ფინანსური მენეჯმენტის უნარი;
** ფინანსური ანგარიშების მომზადების უნარი;
** ფინანსური ტრანზაქციების დაგეგმვის, მართვის, ანალიზის და მონიტორინგის უნარი.
** მარკეტინგული სტრატეგიის შექმნის უნარი.
** მარკეტინგული კვლევის წარმოების უნარი.  

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა, მიზანმიმართულობა  და შედეგზე ორიენტირებულობა.
** მართვის და ანალიზის უნარი;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი.

ანაზღაურება: სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.

განაცხადის შეტანის პროცედურა:

კონკურში მონაწილეობის მსურველმა მისამართზე: vacancyimeri@gmail.com  უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტები:

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2. CV  (იქვე მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი);
3. სამოტივაციო წერილი;
4. ორი ან სამი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია, უშუალო ხელმძღვანელი პირების).

ველში "subject" მიუთითეთ თანამდებობა - "დირექტორის მოადგილე ფინანსებისა და მარკეტინგის საკითხებში".

შერჩევის პროცედურა: კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად. კონკურსის პირველი ეტაპზე კანდიდატები შეიჩევიან მიღებული განცხადების განხილვის საფუძველზე. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს. საბოლოო არჩევანი გაკეთდება საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ლადო ასათიანის 119, ქ. ქუთაისი
ვებ-გვერდი: www.imeri.gewww.facebook.com/Imeri.Kutaisi/
ელ.ფოსტა: vacancyimeri@gmail.com

საკონტაქტო პირები: 

მაია სიმონიძე, ტელ.: 599 534 767
ინგა კახიანი, ტელ 577 975 789
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე