გაყიდვების სპეციალისტი - 300 სამუშაო ადგილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი - 300 სამუშაო ადგილი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 12 თებ / ბოლო ვადა: 23 თებ
გსურს ახალი პროფესიის შეძენა?
ფიქრობ სამსახურის შეცვლაზე?
გიფიქრია წარატებულ კომპანიაში კარიერის შექმნაზე?

"ჯიპიაი ჰოლდინგის" დასაქმების ფორუმი სწორედ შენთვისაა!

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს 300 ვაკანტურ ადგილს გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე!

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის - "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

გაყიდვების სპეციალისტის პასუხისმგებლობები:

** სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა ფიზიკურ პირებზე;
** ინდივიდუალური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციაში მონაწილეობა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** ასაკი: შეუზღუდავი
** სპეციფიური განათლება ან გამოცდილება არ მოითხოვება.

საცალო გაყიდვების სპეციალისტის ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასსა და ბონუსს, რაც მომზადების ეტაპზე უკვე 400 ლარს შეადგენს!

მოდი დასაქმების ფორუმზე 22 და 23 თებერვალს, თბილისში, რუსთაველის #27 - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი!

ფორუმზე თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ვაკანსიისა და კომპანიის შესახებ. მოისმენთ პრაქტიკულ პრეზენტაციებს სამუშაოს შინაარსზე. გაესაუბრებით კომპანიის წარმომადგენლებს და დაინტერესების შემთხვევაში იქვე შეძლებთ სააპლიკაციო ფორმის შევსებას.

არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა, დაეუფლოთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას და იმუშაოთ ბაზრის #1 კომპანიაში!

მოდი ფორუმზე!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე