კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰუალინგ დაზღვევა
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ
სს "ჰუალინგ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა, მოლაპარაკება და სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება;
** ხანგრძლივი და წარმატებული ურთიერთობის დამყარება/განვითარება კლიენტებთან;
** არსებული ხელშეკრულებების პროლონგაციაზე ზრუნვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** კომპეტენციის ფარგლებში გაყიდვის შემდგომი მომსახურება;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი;
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება და პორტფელის განახლებაზე ზრუნვა;
** არსებული კლიენტების სადაზღვევო პრემიების გადახდების კონტროლი;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით);
** გაყიდვების სფეროში კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია ფინანსურ სფეროში (ბანკში ან სადაზღვევო კომპანიაში);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** პროფესიული განვითარების ინტერესი;

განცხადების შესატანად გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@hualinginsurance.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 25 თებერვალი.

შენიშვნა: გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე