ტექდათვალიერების ინსპექტორი/სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტექდათვალიერების ინსპექტორი/სტაჟიორი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
კომპანია "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ დეპარტამენტში, ტექდათვალიერების ინსპექტორი-სტაჟიორის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში.

"გრინვეი" არის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. "გრინვეის" პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი "Applus+", რომლის გამოცდილების გათვალისწინებით, "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 სამუშაო საათი

ძირითადი მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პროცესში უფროსი ინსპექტორის / ინსპექტორის ასისტირება;
** დისციპლინის უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის დაცვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია, ავტომომსახურების სფეროში მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (სასურველია, C, D, E კატეგორიებიც);
** ინსპექტირების სფეროს მიმართ ინტერესი და მოტივაცია.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwaygeorgia.ge 2019 წლის 28 თებერვლამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "ტექდათვალიერების ინსპექტორი-სტაჟიორი".

გრინვეი - არა დისკრიმინაციას

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან  სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე