ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: გასგო მოტორსი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
"გასგო მოტორსი" საქართველოში ჩამოყალიბდა. კომპანია გამოირჩევა როგორც ქსელური ფილიალებით, ასევე დისტრიბუციის ქსელით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერ ადგილას აწვდის პროდუქციას. მას აქვს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ავტონაწილების მწარმოებლებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო საქართველოში ახდენს როგორც საცალო, ასევე საბითუმო რეალიზაციას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მიკროავტობუსების პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, რის მიხედვითაც საქართველოს ბაზარზე ლიდერ კომპანიას წარმოადგენს.

სამუშაო განაკვეთი: 9:00-18:00, ორშაბათი-შაბათის ჩათვლით..

პიროვნული თვისებები:

** მუშაობის მაღალი მოტივაცია;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია, კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა და სისხარტე;
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება;
** მომხმარებლისთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პასუხისმგებელ პირთან გადამისამართება;
** სოციალური ქსელის და საიტის მეშვეობით მომხმარებელთან წერილობითი კომუნიკაცია;
** მომხმარებელთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
** კომპანიის პროდუქტის შეთავაზება;
** მომხმარებელთა ბაზის განვითარება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ( სასურველია);
** სასაუბრო და წერა კითხვის უნარი რუსულ და ინგლისურ ენებში ( სასურველია);

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV vacancy@gasgomotors.ge და "Subject"-ში მიუთითეთ "ოპერატორი" სასურველია თან დაურთოთ თვენი ფოტო სურათი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე