მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი"  წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების  ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის განვითარების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და სამოქმედო გეგმის გაწერა;
** ბიუჯეტის შედგენა და მისი ეფექტური ხარჯვის კონტროლი;
** მარკეტინგული კვლევის დაგეგმვა,  ჩატარების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და შესაბამისი აქტივობების განხორციელება;
** ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს კვლევა/ანალიზი;
** ჩატარებული კვლევების საფუძველზე, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და  განხორციელება, მათ შორის ახალი პროექტების შემუშავება;
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა/შეფასება და რეპორტინგი;
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა, საბეჭდი მასალების მომზადების უზრუნველყოფა;
** კომპანიის ვებგვერდის და ოფიციალური სოციალური ქსელის მართვა.

კომპეტენციები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესი/მარკეტინგი);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
** ხედვა/სტრატეგიული აზროვნება;
** მართვა;
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** ინოვაცია;
** კრეატიული აზროვნება;
** ცვლილებების ინიცირება და განხორციელება;
** შედეგზე ორიენტირება.

სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი - პარასკევი,  09:30-დან 18:30 საათამდე.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი".

** კონკურსის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე