კონსულტანტ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტ-ოპერატორი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
კომპანია "ელთიბი", ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა/მომსახურება;
** პროგრამაში მუშაობა - ERP (1C);
** პროდუქციის გამოყენების შესახებ რეკომენდაციების გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** სასურველია გამოცდილება გაყიდვებში.

ანაზღაურება: 656 ლარი (ნეტო).

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონსულტანტ-ოპერატორი".

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე