გარემოს, შრომის და უსაფრთხოების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გარემოს, შრომის და უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 4 მარ
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას გარემოს, შრომის და უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების შრომის უსაფრთხოების დაცვის სისტემის უზრუნველყოფა;
** ელექტრო უსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთხოების  წესების კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება/ჩატარების კონტროლი და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახის ფუნქციების შესრულება;
** რეგულარულად, სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადება კომპანიის შიდა და გარე საჭიროებებისთვის და ა.შ.;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ინჟინერიის მიმართულებით);
** საინჟინრო და არქიტექტურული ნახაზების წაკითხვის და გაანალიზების უნარი;
** უპირატესობა მიენიჭება შესაბამის სფეროში სერთიფიცირებულ სპეციალისტს;
** სავალდებულოა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ზოგადი ცოდნა, რომლებიც ეხება შრომის უსაფრთხოების საკითხებს, მეთოდურ მასალებს, ტექნოლოგიურ პროცესს, შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს; კონკრეტულად, კანდიდატი უნდა იცნობდეს 41-ე დადგენილებას - ტექნიკური რეგლამენტის "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების" დამტკიცების თაობაზე;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა და ინგლისურ ენაზე ანგარიშების მომზადების უნარი;
** აუცილებელია კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უსაფრთხოების საკითხებში ტრენინგის ჩატარების გამოცდილების ქონა;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** უპირატესობად ჩაითვლება ArchiCad/AutoCad-ის, ან მსგავსი პროგრამების ცოდნა;

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობა; ანალიტიკური აზროვნება; პრობლემების გადაწყვეტა;
** შრომისმოყვარეობა; დროის რაციონალურად მართვის უნარი; ორგანიზებულობა; დისციპლინა;
** კომუნიკაბელურობა; დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:

** ფოტოსურათი 3x4 - 1ც.; 
** დიპლომის ასლი; 
** პირადობის მოწმობის ასლი; 
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე:  ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575); 2 910238
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 04.03.2019 წ.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე