ნაყინის სექციის კონსულტანტი, მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ნაყინის სექციის კონსულტანტი, მიმტანი
მომწოდებელი: მადო
გამოქვეყნდა: 12 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
რესტორანი " MADO" მსოფლიო მასშტაბით 300-ზე მეტი ობიექტით არის წარმოდგენილი და დღეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნაყინის, დესერტებისა და საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. მისი უნიკალურობა უძველეს ტრადიციებსა და წარსულ გამოცდილებაზეა დამყარებული.

რესტორანი " MADO" აცხადებს ვაკანსიას ნაყინის სექციის კონსულტანტისა და მიმტანის პოზიციებზე.

1. ნაყინის სექციის კონსულტანტი

მოვალეობები:

** პროდუქციის იერსახის, ვადების და მარაგის მუდმივი კონტროლი;
** სანაყინის პროდუქციის ყოველდღიურად შევსება ცენტრალური კამერა-მაცივრიდან;
** შეკვეთის მიწოდება შესაბამის დროში და სტანდარტით;
** ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა.

მოთხოვნები:

** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატებს).

პიროვნული თვისებები:

** გაყიდვებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** მოწესრიგებული;
** პუნქტუალური;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** ტრანსპორტირება და კვება.

2. მიმტანი

მოვალეობები:

** მაგიდების სერვირების უზრუნველყოფა;
** კლიენტის მომსახურება სტანდარტების დაცვით;
** კლიენტის დახმარება მენიუს შერჩევისას;
** შეკვეთის მიღება, მისი სიზუსტის გადამოწმება და პროგრამულად გატარება;
** შეკვეთის მიწოდება შესაბამის დროში და სტანდარტით;
** კლიენტის მოთხოვნიდან გამომდინარე ანგარიშის მიწოდება;
** მენიუს და საწარმოო ჰიგიენის წესების ცოდნა.

მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პოზიტიური;
** მოწესრიგებული;
** პუნქტუალური;
** ენერგიული;
** ორგანიზებული;
** გუნდური.

აღნიშნულ პოზიციებზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ მისამართზე: e.vanidze@mado.com.ge

ასევე მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება რომელზეც გინდათ, რომ განიხილებოდეს თქვენი კანდიდატურა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე