პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროგრამისტი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 24 თებ
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის თანამდებობაზე

დეპარტამენტი: საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
ადგილმდებარეობა: თბილისი

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მოდერნიზაცია;
** სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების  თანამშრომლებისგან პროგრამირების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება და საპროექტო სამუშაოების ჩატარება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება და ხარისხის კონტროლი;
** სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებისთვის, პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ტექნიკური კონსულტაციების გაწევა;
** პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
** ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპების ცოდნა;
** პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის სრული ციკლის ფუნდამენტალური ცოდნა;
** Microsoft Visual Studio-ს ცოდნა;
** პროგრამირების ენა C#-ის ცოდნა;
** NET Framework-ის ცოდნა;
** Microsoft SQL Server მონაცემთა ბაზის კარგი ცოდნა;
** Windows Communication Foundation ტექნოლოგიის ცოდნა;
** ADO.NET, Entity Framework, LINQ ტექნოლოგიების ცოდნა;
** Web აპლიკაციების ტექნოლოგიების ცოდნა (Microsoft ASP NET, MVC, HTML, JavaScript, CSS;
** სხარტი აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა;

სასურველი:

** პროგრამირების მოდელის გამოყენების გამოცდილება;
** ვერსიების კონტროლის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამირების ენა Java-ს ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე:  vacancy@cartubank.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 24 თებერვალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე