მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 24 თებ
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის თანამდებობაზე

დეპარტამენტი: საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
ადგილმდებარეობა: თბილისი

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, ფუნქციონირების მონიტორინგი და მათი  გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, მათში როლების, მომხმარებლისა და უფლებების განაწილება მოთხოვნის შესაბამისად;
** მონაცემთა ბაზების სარეზერვო კოპირების უზრუნველყოფა და მათი აღდგენა აუცილებლობის შემთხვევაში;
** ბიზნეს პროცესების შესრულების დროს მონაცემთა ბაზაში აღმოჩენილი შეცდომებისა და უზუსტობების აღმოფხვრა;
** მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
** მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შედგენა, ოპტიმიზაცია და მოდიფიკაცია;
** მონაცემთა ბაზების განახლებებისა და დამატებითი მოდულების ინსტალაცია/გამართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო: 

** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** მონაცემთა ბაზების Oracle DBMS/MS SQL Server  ადმინისტრირების გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზების მართვის სისტემის სტანდარტული ინსტრუმენტების (PL/SQL Developer, SQL Plus, SQL Management Studio და სხვა) ცოდნა;
** SQL, PL/SQL და T-SQL ცოდნა;
** თანამედროვე სტანდარტულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის ცოდნა;
** ქართული ენის მაღალ დონეზე ფლობა, რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ვერბალური უნარები);
** სტრესულ და დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური და  დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა,მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა;

სასურველი:

** უმაღლესი განათლება ტექნიკურ სფეროში
** HP-UX, Windows, linux ოპერაციული სისტემების ზოგადი ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე:  vacancy@cartubank.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 24 თებერვალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე