ტენდერი სხვადასხვა დანადგარების მოწოდებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი სხვადასხვა დანადგარების მოწოდებაზე
მომწოდებელი: ქეა
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 21 თებ
თანდართული ფაილი: 205238-tender.zip
"ქეა ავსტრია" პარტნიორებთან - მერსი ქორფსი და PIN-ი - ერთად ახორციელებს პროექტს "სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში", რომლის მიზანია წვლილი შეიტანოს სოფლად სიღარიბის შემცირებაში, დასაქმების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. სოფლის განვითარებისთვის თანამონაწილეობითი და თანამშრომლობითი მოდელის გაძლიერებით, რომელიც ითვალისწინებს ევროპულ გამოცდილებას, პროექტი ხელს შეუწყობს სოფლად არასაფერმერო წარმოების გაფართოვებას ისევე როგორც სასაოფლო-სამეურნეო სექტორის მოდერნიზაციას, რათა გაიზარდოს სოფლად შემოსავლის მიღების შესაძლებლობები.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა საგრანტო კონკურსი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, რომლის გამარჯვებულ აპლიკანტებსაც დაუფინანსდებათ პროექტები.

ქეა ავსტრია აცხადებს ტენდერს შემდეგი დანადგარების მოწოდებაზე - შესაძლებელია დანადგარი იყოს მეორადი, მუშა მდგომარეობაში:

** ცელოფნის საღერღი მანქანა (წყალთან ერთად)
** სიმძლავრე - 50 - 55კვ.სთ
** წარმადობა- 250 - 300კგ.სთ
** დაღერღილი ცელოფნის ფრაქციის ზომა -20 - 25 მმ
** საწური მანქანა, რომელიც გარეცხილ ცელოფანს წურავს და აცლის წყალს.
** სიმძლავრე - 40 - 45 კვ.სთ
** წარმადობა 250 - 300კგ.სთ

წარმოდგენილი წინადადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დანადგარების ღირებულების, ტექნიკური მახასიათებლების და გადახდის პირობების შესახებ. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ასევე ამონაწერი საჯარო ან გადასახადების რეესტრიდან. წარმოდგენილი წინადადება უნდა შეიცავდეს საკონტაქტო ინფორმაციას და დადასტურებული უნდა იყოს წარმომადგენლის ხელმოწერით (და თუ შესაძლებელია შესაბამისი ბეჭდით). გაითვალისწინეთ პროექტი "სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში" გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან (დამატებითი ღირებულების გადასახადი) ამიტომ ფასი უნდა იყოს მოცემული დღგ-ს გარეშე.

დანადგარის მოწოდება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2019 წლის 15 აპრილისა მოწოდების ადგილი - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი თელა. ქეა ავსტრია არ ანაზღაურებს ტენდერში მონაწილეობისათვის დოკუმენტების მომზადებისთვის გაწეულ ხარჯებს.

გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფასების კვოტირების ფორმა და წინადადება გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Nino.uglava@care.org და წერილის სათაურში მიუთითეთ " ტენდერი - პოლიეთილენის გადამამუშავებელი დანადგარები".

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2019 წლის 21 თებერვალი 18:00 (საქართველოს დროით).
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე