გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Flexsecure
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 12 მარ
შპს "Flexsecure" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სრული სამუშაო დღე: (09:00-დან-18:00 საათამდე) შაბათ-კვირის გარდა.

მთავარი პასუხისმგებლობა:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** პროდუქტის შერჩევა-შეთავაზება, განფასება;
** პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** ახალი პოტენციური კლიენტის მოძიება;
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა, კონტროლი;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი, არსებულ და მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის;
** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ორიენტაცია;
** შოურუმში არსებული ნივთების სრულყოფილად და მოწესრიგებულად განლაგება და კონტროლი;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება სერვისის დიზაინისა და მიწოდების პირობების შესახებ;
** პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება და შეთავაზებების მომზადება;
** ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** მენეჯმენტთან ყოველკვირეული რეპორტინგი.

მთავარი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** უცხო ენების ფლობა მაღალ დონეზე (ინგლისური;რუსული)
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ზედმიწევნით ცოდნა: (Microsoft office excel; Microsoft Office Word; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook);

ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად ქართულ/ინგლისურ ენაზე  მისამართზე: info@flexsecure.ge. გთხოვთ, subject გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. CV-ის მიღების ბოლო ვადაა: 12 მარტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე