ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Logical Systems Company
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
შპს "ლოჯიქალ სისტემზ კომპანი"/ "Logical Systems Company" LTD აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრონული ფოსტის მართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** კომპანიის Facebook გვერდის მართვა, კომპანიის შესახებ სიახლეების განთავსება სოციალურ ქსელებში;
** კომპანიის მიერ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
** ზედნადებისა და ანგარიშ ფაქტურების მიღება-გაგზავნა;
** ტენდერში მონაწილეობისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების შეგროვება/მომზადება;
** პრეზენტაციების მომზადება;
** შემოსული და გასული დოკუმენტების/გზავნილების აღრიცხვა, კოორდინირება და კონტროლი;
** შეხვედრებისა და თათბირების დაგეგმვა;
** სტუმრების მიღება/დახვედრა;
** ოფისის მომარაგება საჭირო ინვენტარით;
** კომპანიისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და თარგმნა;
** კომპანიის თანამშრომლებისთვის ზოგადი ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა;
** თანამშრომელთა სამუშაოს შესრულების დაგეგმვა, ზედამხედველობა და შეფასება;
** საოფისე პერსონალისათვის სახელმძღვანელო მითითებების გაცემა, შინაგანაწესის და შრომითი ხელშეკრულების შესრულების კონტროლი;
** კომპანიის თანამშრომლების შვებულებების, მივლინებების ორგანიზება და ახალ თანამშრომელთათვის ტრენინგის უზრუნველყოფა;
** კომპანიის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოების კონტროლი, მონიტორინგი და რეპორტების მომზადება;
** კომპანიისათვის საინტერესო წამახალისებელი ღონისძიებების, კონფერენციების, სამეცნიერო შეხვედრების, გამოფენების ორგანიზება ან მონაწილეების მისაღებად საჭირო მხარდაჭერა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაოს განრიგი: სრული
სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, გამსახურდიას N34, "საბურთალოს ბიზნეს ცენტრი"
ანაზღაურება: ხელფასი: 600 ლარიდან

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით სურათთან ერთად მისამართზე: hr@lsc.ge

გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე