დღის ცენტრის პროგრამული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დღის ცენტრის პროგრამული მენეჯერი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ
კავშირი  "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" დაფუძნდა 1995 წელს და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.

ორგანიზაციის ბაზაზე 2005 წლიდან ფუნქციონირებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (18 წლის ზემოთ)  და ბავშვთა (6-18 წლამდე) დღის ცენტრი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამული უზრუნველყოფის ფარგლებში.

დღის ცენტრი მუშაობს ყოველდღე 10:00-18:00 სთ-მდე.

 კავშირი " ბავშვი, ოჯახი,  საზოგადოება" აცხადებს კონკურსს  დღის ცენტრის პროგრამული მენეჯერის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად

ძირითადი მოვალეობები და  პასუხისმგებლობები:

** იცნობდეს და შეეძლოს საყოველთაოდ აღიარებული შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება ბენეფიციართა ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასებისათვის;
** უზრუნველყოს ბენეფიციარების ფსიქოდიაგნისტიკა, ასაკის გათვალისწინებით ბენეფიციართა საჭიროებების (შემეცნებითი, ემოციური და ფიზიკური) გამოვლენა;
** ბენეფიციართა  ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა დღის ცენტრის მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად;
** 18 წლის ზემოთ ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების გეგმის შემუშავება;
** 45 წლის ზემოთ ბენეფიციართა -დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევების შენარჩუნებასა და პიროვნულ ჰარმონიზაციის ხელშეწყობაზე ზრუნვა;
** ბენეფიციართა დროის სწორად ორგანიზება;
** ეფექტური კომუნიკაციის, გადაწყვეტილებების მიღების, არჩევანის გაკეთების და კონფლიქტების არა ძალადობრივი გზით მოგვარების უნარ-ჩვევების გამომუშავება;
** ბენეფიციართა ფუნქციური აკადემიური უნარების განვითარებაზე მიმართული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება;
** ბენეფიციართა მშობლების ჩართულობის ხელშეწყობის გეგმის შედგენა-განხორციელება;
** 15-18 წლამდე ბენეფიციარებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და ფუნქციურ-აკადემიური უნარების განვითარების გეგმის შემუშავება;
** შეიმუშაოს დღის ცენტრის მუშაობის განრიგი ბენეფიციართა ასაკობრივი და ფუნქციური ჯგუფების მიხედვით;
** მონიტორინგი გაუწიოს შემუშავებული სილაბუსისა და ინდივიდუალური განვითარების გეგმის მიხედვით ბენეფიციარებთან დაგეგმილ-ჩატარებულ მუშაობას;
** მოამზადოს  ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშები ცენტრის ადმინისტრაციისა და სამინისტროსათვის დადგენილი ფორმით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება  ფსიქოლოგიაში, ოკუპაციურ თერაპიაში,  სპეციალურ პედაგოგიკაში ან მომიჯნავე სპეციალობებში;
** სასურველია შშმ პირებთან   მუშაობის/პრაქტიკის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ( MS Word, exel, Power Point, Outlook.)
** ენები: ქართული, რუსული, ინგლისური (სასურველია)

პიროვნული მახასიათებლები:

** კეთილსინდისიერი, ინიციატივისა და ანალიტიკური აზროვნების მქონე;
** ურთიერთობების დამყარების და  გუნდური მუშაობის უნარი;
** ზრდისა და განვითარებისაკენ სწრაფვა;
** ​მოტივირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დაწყებული საქმის ბოლომდე შესრულების უნარი;

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა;

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად;

** ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
** გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციას ელ. მისამართზე უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე CV
** სამოტივაციო წერილი

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა   25.02.2019

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე  dcfs.georgia@gmail.com  "subject"  ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე