მუსიკის თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მუსიკის თერაპევტი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ
კავშირი  "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" დაფუძნდა 1995 წელს და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.

ორგანიზაციის ბაზაზე 2005 წლიდან ფუნქციონირებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ბავშვთა დღის ცენტრი.  6-18 წლამდე და 18 - ზევით წლამდე ჯგუფები. დღის ცენტრი მუშაობს ყოველდღე 10 - 17 სთ-მდე.

 კავშირი " ბავშვი, ოჯახი,  საზოგადოება" აცხადებს კონკურსს  დღის ცენტრის   მუსიკის თერაპევტის ვაკანტურ თანამდებობაზე .

პედაგოგის  ძირითადი ფუნქცია მოვალეობებია:

** იზრუნოს ბენეფიციართა სულიერ და ემოციურ განვითარებაზე;
** ბენეფიციართა ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით შეარჩიოს შესაბამისი მუსიკალური რეპერტუარი;
** უზრუნველყოს თემატური (სეზონური) ღონისძიებების დაგეგმვა და  განხორციელება ცენტრის პედაგოგებთან ერთად;
** მონაწილეობა მიიღოს ცენტრის მულტიდისციპლინარული გუნდის მუშაობაში, ბენეფიციართა კოგნიტური, აკადემიური და ფუნქციური უნარების შეფასებისას;
** მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმის შექმნა, განხორციელების პროცესში;  
** მონაწილეობა მიიღოს ცენტრის ან მის ფარგლებს გარეთ  სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზებასა და განხორციელებაში;
** წარადგინოს ჩატარებული სამუშაოს ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიში პროგრამის მენეჯერთან;
** წინასწარ დაგეგმოს და შეათანხმოს ყოველკვირეული პროგრამული აქტივობები პროგრამულ მენეჯერთან;
** შეიმუშაოს და წარადგინოს სემესტრული  მუშაობის გეგმა (სილაბუსი);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მუსიკალური განათლება (სასურველია  მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება)
** სასურველია შშმ პირებთან   მუშაობის/პრაქტიკის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ( MS Word, exel, Power Point, Outlook.)
** ენები : ქართული, რუსული, ინგლისური (სასურველია)

პიროვნული მახასიათებლები:

** კეთილსინდისიერი, ინიციატივისა და ანალიტიკური აზროვნების მქონე;
** ურთიერთობების დამყარების და  გუნდური მუშაობის უნარი;
** ზრდისა და განვითარებისაკენ სწრაფვა;
** ​მოტივირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დაწყებული საქმის ბოლომდე შესრულების უნარი;

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა;

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად;

** ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
** გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციას ელ. მისამართზე უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე CV
** სამოტივაციო წერილი

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა   25.02.2019

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე  dcfs.georgia@gmail.com  "subject"  ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე