დღის ცენტრის სპეც. პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დღის ცენტრის სპეც. პედაგოგი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია  ა (ა) ი პ კავშირი "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს დღის ცენტრის სპეც. პედაგოგის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

კავშირი  " ბავშვი , ოჯახი , საზოგადოება" არის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა. შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.

მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: სოციალური სერვისების განვითარება, საგანმანათლებლო სისტემაზე შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა და კანონის ჰარმონიზების ხელშეწყობა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციასთან. 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** იზრუნოს ბენეფიციართა უსაფრთხოებაზე.
** იზრუნოს და იმუშაოს ბენეფიციარების კოგნიტურ, მოტორულ და ფსიქოსოციალურ განვითარებაზე.
** დაეხმაროს ბენეფიციარებს ყოველდღიური ცხოვრებისეული აქტივობების განხორციელებაში ( კვება, პირადი ჰიგიენა, გადაადგილება)
** ჩატარებული სამუშაოს ყოველდღიური ანგარიში პროგრამის ხელმძღვანელთან.
** მონაწილეობა მიიღოს ბენეფიციართა შეფასების პროცესში.
** მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმის შექმნასა და განხორციელებაში.
** მონაწილეობა მიიღოს ცენტრის ან მის ფარგლებს გარეთ  სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება  ფსიქოლოგიაში ან სპეციალურ პედაგოგიკაში.
** შშმ პირებთან   მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, exel, Power Point, Outlook.)
** ენები: ქართული, რუსული, ინგლისური  (სასურველია)

პიროვნული მახასიათებლები:

** კეთილსინდისიერი, ინიციატივისა და ანალიტიკური აზროვნების მქონე
** ურთიერთობების დამყარების და  გუნდური მუშაობის უნარი.
** ზრდისა და განვითარებისაკენ სწრაფვა.
** მოტივირებული.
** პუნქტუალური
** კომუნიკაბელური
** დაწყებული საქმის ბოლომდე შესრულების უნარი.

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა
** სამუშაო გამოცდილება
** მოტივაცია
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა

განცხადების წარდგენის პროცედურები:

** შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად;
** ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
** გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციას ელ. მისამართზე უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე/CV
** სამოტივაციო წერილი

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა   25.02.2019

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე  dcfs.georgia@gmail.com  "subject"  ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე