აკადემიური პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აკადემიური პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტური მენეჯერი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 20 თებ
"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას აკადემიური პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტური მენეჯერის სრულგანაკვეთიან პოზიციაზე.

აკადემიური პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტური მენეჯერის საქმიანობის ძირითადი მიზანია შპს "ქ-ა უნივერსიტეტის" ლექტორთა და სტუდენტთა კოორდინაცია მეცადინეობების მსვლელობისას. 

ფუნქციები:

** სასწავლო პროცესის (მეცადინეობების) მსვლელობის ზედამხედველობა;
** მეცადინეობების ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა;
** სასწავლო პროცესის ცხრილის მონიტორინგი;
** ლექტორთა სატაბელო  უწყისების ყოველთვიური შევსება;
** სტუდენტთა და ლექტორთა დასწრების ჟურნალის წარმოება;
** საგამოცდო პროცესების მიმდინარეობის ორგანიზაციული ზედამხედველობა;
** სტუდენტთა და ლექტორთა ინფორმირება უნივერსიტეტის სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების, სიახლეების, მეცადინეობების ცვლილებების და ა.შ. შესახებ;
** დოკუმენტების ადმინისტრირება;
** პერიოდული (ან მოთხოვნისამებრ) ანგარიშგებების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის გამართულად ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ასაკი: 35  წლიდან;

ხელფასი: 500 ლარი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათამდე, შაბათი შეთანხმებით; 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი (ფოტოს გარეშე CV არ განიხილება) ელფოსტაზე: info@gau.ge  არაუგვიანეს 20 თებერვლისა. 

გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი გასაუბრება დაინიშნება ინგლისურ ენაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე