ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-CTH  აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან  წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში  გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას ყველა მიმართულებით. ასევე გახლავთ რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიის სავაჭრო წარმომადგენელი საქართველოში (PEGASUS Airlines, Air Arabia).  GDM- კი ეწევა ტურისტების შემოყვანას უცხოეთიდან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სტრატეგიული გეგმის შემუშავება;
** თანამშრომლების შვებულებების აღრიცხვა;
** თანამშრომელთა მოტივაციის სისტემის შემუშავება და დანერგვა;
** თანამშრომელთა ტრეინინგების სისტემის შემუშავება და დანერგვა;
** ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** კადრების მოზიდვისა და შერჩევის პროცესის მართვა და კოორდინირება;
** ორგანიზაციაში ერთიანი, კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა.
** მიმდინარე ორგანიზაციული სტრუქტურის ანალიზი;
** მიმდინარე სამუშაო აღწერილობისა და დატვირთვის ანალიზი;
** სახელფასო სტრუქტურის რანჟირების სისტემის შექმნა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ადამიანური რესურსების მართვაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** ლიდერობა;
** პრობლემების იდენტიფიცირების და სწრაფად აღმოფხვრის უნარი;
** კრიზისული სიტუაციების მართვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cth.ge.  აუცილებელი მოთხოვნაა სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. CV გადმოაგზავნეთ  PDF-ის ფორმატით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე