ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"- CTH  აცხადებს ადმინისტრაციული მენეჯერის ვაკანტურ  პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან  წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში  გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას ყველა მიმართულებით. ასევე გახლავთ რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიის სავაჭრო წარმომადგენელი საქართველოში (PEGASUS Airlines, Air Arabia,) GDM- კი ეწევა ტურისტების შემოყვანას უცხოეთიდან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ძირითადი მოვალეობები: 

** ადმინისტრაციული ხარჯების ყოველთვიური და წლიური ბიუჯეტის შედგენა/ანგარიში;
** საკურიერო გზავნილების  კონტროლირება/ანგარიში;
** საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო მასალების საჭიროებების დადგენა;
** ავეჯის, საოფისე ინვენტარის შესყიდვა და ოფისის კეთილმოწყობა;
** საოფისე ტექნიკის, ინტერნეტის, საკომუნიკაციო ქსელის გამართულობის უზრუნველყოფა;
** ადმინისტრაციული შენობის საჭიროებების უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული რეგულაციების შესრულების მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი  განათლება;
** მსგავსი მიმართულებით,  მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა
** აკადემიური წერის უნარი;
** ორგანიზებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV  გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cth.ge. აუცილებელი მოთხოვნაა სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. CV გადმოაგზავნეთ  PDF-ის ფორმატით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე