ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 24 თებ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში.

სამუშაო ადგილი: თბილისი/ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 22 სერვისცენტრის მეშვეობით. კრისტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ზე მეტია!

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

** ბიუჯეტირების ეფექტური პოლიტიკისა და პროცედურების დანერგვა;
** დეპარტამენტების, ცალკეული რგოლები და მთლიანი კომპანიისთვის ბიუჯეტის ეფექტური მოდელების შემუშავება;
** ფინანსური ინფორმაციის (მაგ: შემოსავლები, ხარჯები და ფულის მართვა) ანალიზი მიმდინარე ოპერაციების ბიუჯეტთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
** პასუხისმგებელი სუბიექტების (დეპარტამენტები, ფილიალები და სხვა) მიერ ბიუჯეტის განსაზღვრულ ვადაში მოწოდების უზრუნველყოფა;
** საბიუჯეტო განაცხადების განხილვა/დამტკიცება;
** საბიუჯეტო საჭიროებების პროგნოზირება;
** ბიუჯეტის მომზადება და წარდგენა;
** ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, ფაქტობრივ და ბიუჯეტირებულ ფინანსურ შედეგებს შორის გადაცდომების გამოვლენა;
** დანახარჯების კუთხით რეკომენდაციების შემუშავება მოგების გაზრდის მიზნით;
** კომპანიის ბიუჯეტის სამართლებრივ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ფინანსური კონტროლი , საბიუჯეტო რესურსების ხარჯვის პროცესის მონიტორინგის მიზნით
** პროდუქტების, პროცესების, პროექტების , წინადადებების ფინანსური ეფექტურობის დადგენის მიზნით ფინანსური ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების დარგში);
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** ACCA-ს სერთიფიკატის ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსურ სექტორში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ბიუჯეტირების და ფინანსური ანალიზის კუთხით პრაქტიკული გამოცდილება;

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

დაინტერესებულ პირებს 2019 წლის 24 თებერვალს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია "ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე