სწრაფი კვების რესტორნის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სწრაფი კვების რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: დეგუსტო
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 20 თებ
სწრაფი კვების რესტორნების ქსელი "დეგუსტო" აცხადებს ვაკანსიას სწრაფი კვების რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა;
** ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** შეკვეთების გაკეთება და პროდუქციის მიღება;
** სასაწყობე მარაგების კონტროლი და შესაბამისი წესის დაცვით;
** სალაროს კონტროლი და ნაღდი ფულის ინკასაციის უზრუნველყოფა;
** ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა და კონტროლი;
** ობიექტის განვითარების ხელშეწყობა;
** ფილიალში შესაბამისი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სარესტორნო ქსელში  მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** პერსონალის მართვის გამოცდილება;
** მარაგების მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სწრაფი კვების რესტორნის მენეჯერი".

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2019  წლის 20 თებერვალი.  

"დეგუსტო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე