ხარისხის მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება:  ხარისხის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ეკონომმიქსი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
კომპანია "ეკონომმიქსი"  აცხადებს ვაკანსიას  ხარისხის მართვის მენეჯერის  თანამდებობებზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

 სამუშაო პირობები: 

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;

ძირითადი მოვალეობა:  

** ხარისხის და სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელოს მიხედვით ხარისხის და სურსათის უვნებლობის ტრენინგ პროგრამის, შიდა ხარისხის დოკუმენტირებული პროცედურების , სამუშაო ფორმების და ხარისხის პარამეტრების ანალიზის სისტემის შედგენა;
** პროცესების შესაძლებლობების გამოკვლევა და მათი სტანდარტის შესაბამისობაში მოყვანა;
** ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემის შესაბამისი პროგრამების დანერგვა წარმოებაში, მზა პროდუქციისა და საწარმოო პროცესების ხარისხობრივი შეფასებისა და მართვისათვის;
** შეუსაბამობის თავიდან აცილების მიზნით მაკორექტირებელი და გამაფრთხილებელი მოქმედებების ჩატარება;
** ხარისხის მენეჯმენტის და სურსათის უვნებლობის სისტემის პერიოდული ანალიზის ჩატარება;
** პერიოდულად ობიექტებზე ვიზიტი ხარისხისა და უვნებლობის საკითხების შესამოწმებლად;

მოთხოვნები: 

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მოტივირებული და შრომისმოყვარე;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით  ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@ekonommix.ge

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე