საგრანტო კონკურსი: სასათბურე მეურნეობების მოწყობა
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგრანტო კონკურსი: სასათბურე მეურნეობების მოწყობა
მომწოდებელი: USAID Zrda Activity
გამოქვეყნდა: 11 თებ / განახლდა: 12 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
თანდართული ფაილი: 205216-zrda-rfa-greenhouse.rar
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი "Zrda" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი "ზრდა საქართველოში" და სსიპ "საარსებო წყაროების სააგენტო" აცხადებენ ერთობლივ საგრანტო კონკურსს, #077-2005-008-S-2019, 240 კვ.მ. სასათბურე მეურნეობების მოწყობის მხარდაჭერის მიზნით. საგრანტო პროგრამის ჯამური თანხა შეადგენს 200 000 ლარს, რომელიც გამოყოფილია "ზრდა პროექტისა" და "საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს" თანაბარი თანხობრივი მონაწილეობით.

გრანტების გაცემა განხორციელდება პროექტ "ზრდას" გრანტების მართვის შინაგანაწესის, სსიპ "საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს" რეგულაციების და ასევე USAID-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო რეგულაციების შესაბამისად.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 11 მარტი. დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება.

გთხოვთ, სრული ინფორმაცია იხილოთ თანდართულ დოკუმენტში.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე