სესხის ოფიცერი - ქვემო ქართლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სესხის ოფიცერი - ქვემო ქართლი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
"კრედო ბანკში" ვეძებთ სესხის ოფიცრებს შემდეგი ქალაქებისთვის: ბოლნისი, დმანისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა.

ჩვენ 68 ფილიალით ვართ წარმოდგენილი და კიდევ ვიზრდებით.
ჩვენთვის გუნდურობა და სტაბილურობა მთავარი ღირებულებაა.

თუ ხარ შედეგზე ორიენტირებული, არ უშინდები გამოწვევებს და გჯერა შენი თავის, მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
** კორპორატიულ ღონისძიებებს ზამთრის და ზაფხულის კურორტებზე.
** საუკეთესო შედეგებისთვის მსოფლიოში მოგზაურობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტს;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** დინამიურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;

რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობა და პასუხისმგებლობა: მოუტანო შედეგი შენს გუნდს, კომპანიას და საკუთარ თავს.

რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან: იცოდე კარგად შენი საქმე, იცნობდე კარგად შენს ქალაქს, რეგიონს და გიყვარდეს რასაც აკეთებ.

თუ გაქვს ფინანსურ ინსტიტუტში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან დაინტერესებული ხარ გაყიდვებით და განვითარებისთვის გჭირდება მეტი, გამოგვიგზავნე CV: cv@credo.ge. წერილის სათაურში მიუთითე ქალაქი და პოზიცია, რისთვისაც აგზავნი სივის. მაგ.: "უმცროსი სესხის ოფიცერი - ბაღდათი".
პირობებზე ინდივიდულურად გაგესაუბრებით.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 28 თებერვალი.

#გახდიკრედოელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე