აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: წმინდა გიორგის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 აპრ
წმ. გიორგის უნივერსიტეტი წარმოადგენს სწავლებისა და კვლევის თანამედროვე, დასავლური სისტემის დანერგვაზე ორიენტირებულ უმაღლეს სასწავლებელს, რომლის მისიაა საქმიანობის მაღალი ხარისხითა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებით წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, სადაც University Led Development მიდგომით გახდება საზოგადოების განვითარების ინიციატორი.

უნივერსიტეტის ხედვაა - გავხდეთ საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტული უნივერსიტეტი. ჩვენი უმთავრესი ღირებულებაა - საუკეთესო ხარისხისკენ სწრაფვა.

ჩვენი პრიორიტეტია ადამიანური კაპიტალის შექმნა, შენარჩუნება და განვითარება. ჩვენს თანამშრომლებს ვთავაზობთ კომფორტულ, მეგობრულ, სამართლიან გარემოს, კარიერული ზრდის და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მზარდი ანაზღაურების სისტემასა და სხვა ბენეფიტებს. http://www.stgeorgegeo.ge

წმ. გიორგის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს შემდეგ აკადემიურ თანამდებობზე:

** ბიზნესის და მენეჯმენტის პროფესორი
** ბიზნესის და მენეჯმენტის ასოცირებული პროფესორი
** ბიზნესის და მენეჯმენტის ასისტენტ პროფესორი
** პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი
** პოლიტიკური მეცნიერების ასოცირებული პროფესორი
** პოლიტიკური მეცნიერების ასისტენტ პროფესორი
** პოლიტიკური მეცნიერების მკვლევარი

ძირითადი პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვეფხისტყაოსნის ქუჩა;
** კონკურენტული ანაზღაურება:
** მოქნილი განრიგი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორი:

** დოქტორის აკადემიური ხარისხი ან შესაბამისი პროფესიული გამოცდილება;
** სამეცნიერო- პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
** განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა - C1-ის დიპლომი

ასოცირებული პროფესორი:

** დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული პროფესიული გამოცდილება;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა - C1-ის დიპლომი

ასისტენტ-პროფესორი:

** დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული პროფესიული გამოცდილება;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა - C1-ის დიპლომი

მკვლევარი:

** დოქტორის აკადემიური ხარისხი;
** სულ მცირე კვლევის 3 წლიანი გამოცდილება;
** პუბლიკაციები მაღალრეიტინგულ გამოცემებში (სავალდებულოა);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა - C1-ის დიპლომი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

** CV - ინგლისურ და ქართულ ენებზე
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი დასკანერებული
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი დასკანერებული
** პუბლიკაციების ჩამონათვალი (ვაკანსიის მოთხოვნიდან გამომდინარე)

კონკურსის ჩატარების ეტაპები:

** განაცხადების მიღება/განხილვა;
** გასაუბრება ან/და სადემონსტრაციო ლექციის ჩატარება
** საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

კონკურსის დაწყების/მიმდინარეობის ვადები:

განცხადების მიღება - 11 მარტიდან 11 აპრილამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - jobs@stgeorge.ge

განაცხადების განხილვა:

გასაუბრება - 15 აპრილიდან - 29 აპრილამდე;
საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 30 აპრილს 2019 წ.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე