გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: წმინდა გიორგის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 17 თებ
წმ. გიორგის უნივერსიტეტი წარმოადგენს სწავლებისა და კვლევის თანამედროვე, დასავლური სისტემის დანერგვაზე ორიენტირებულ უმაღლეს სასწავლებელს, რომლის მისიაა საქმიანობის მაღალი ხარისხითა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებით წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, სადაც University Led Development მიდგომით გახდება საზოგადოების განვითარების ინიციატორი.

უნივერსიტეტის ხედვაა - გავხდეთ საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტული უნივერსიტეტი. ჩვენი უმთავრესი ღირებულებაა - საუკეთესო ხარისხისკენ სწრაფვა.

ჩვენი პრიორიტეტია ადამიანური კაპიტალის შექმნა, შენარჩუნება და განვითარება. ჩვენს თანამშრომლებს ვთავაზობთ კომფორტულ, მეგობრულ, სამართლიან გარემოს, კარიერული ზრდის და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მზარდი ანაზღაურების სისტემასა და სხვა ბენეფიტებს. http://www.stgeorgegeo.ge

წმ. გიორგის უნივერსიტეტი აცხადებს გრაფიკული დიზაინერის ვაკანსიას.

ძირითადი პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვეფხისტყაოსნის ქუჩა;
** სამუშაო საათები: 9:00-18:00 სთ, ან 10:00-19:00 (შეთანხმებით);
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება: კონკურენტული;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება სასურველია დიზაინის მიმართულებით, ან/და გრაფიკული დიზაინის სასერთიფიკატო კურსის გავლა.
** Adobe illustrator, Adobe photoshop, Adobe corel draw - პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** Adobe InDesign - სასურველია.

ძირითადი მოვალეობები:

** უნივერსიტეტის Brand Book-ის შექმნა ხელმძღვანელის ზედამხედველობით
** უნივერსიტეტის დიზაინის, ბრენდის და ლოგოს შემდგომი განვითარების პროექტების ინიცირება/შესრულება;
** სხვადასხვა დიზაინერული მასალის შექმნა;
** უნივერსიტეტის ვებ გვერდზე არსებული დიზაინების რედაქტირება, დახვეწა და განვითარება;
** უნივერსიტეტის სოციალური/ვებ გვერდებისათვის გამოსაქვეყნებელი მასალის დიზაინის შექმნა.

ძირითადი უნარები და კომპეტენციები:

** კრეატიული
** ინიციატივიანი
** ადაპტაციის უნარი
** პრობლემების გადაწყვეტის უნარი
** კეთილსინდისიერება და ეთიკურობა.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 17 თებერვლის ჩათვლით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს https://goo.gl/forms/aThcJ3wUpry7yunk2 და გაიაროთ რეგისტრაცია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე