PR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: PR სპეციალისტი
მომწოდებელი: წმინდა გიორგის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 17 თებ
წმ. გიორგის უნივერსიტეტი წარმოადგენს სწავლებისა და კვლევის თანამედროვე, დასავლური სისტემის დანერგვაზე ორიენტირებულ უმაღლეს სასწავლებელს, რომლის მისიაა საქმიანობის მაღალი ხარისხითა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებით წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, სადაც University Led Development მიდგომით გახდება საზოგადოების განვითარების ინიციატორი.

უნივერსიტეტის ხედვაა - გავხდეთ საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტული უნივერსიტეტი. ჩვენი უმთავრესი ღირებულებაა - საუკეთესო ხარისხისკენ სწრაფვა.

ჩვენი პრიორიტეტია ადამიანური კაპიტალის შექმნა, შენარჩუნება და განვითარება. ჩვენს თანამშრომლებს ვთავაზობთ კომფორტულ, მეგობრულ, სამართლიან გარემოს, კარიერული ზრდის და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მზარდი ანაზღაურების სისტემასა და სხვა ბენეფიტებს. http://www.stgeorgegeo.ge

წმ. გიორგის უნივერსიტეტი აცხადებს PR სპეციალისტის ვაკანსიას.

ძირითადი პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვეფხისტყაოსნის ქუჩა;
** სამუშაო საათები: 9:00-18:00 სთ, ან 10:00-19:00 (შეთანხმებით);
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება: კონკურენტული;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება PR/მარკეტინგის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართული, აკადემიური წერისა და საუბრის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიების დაგეგმვა, განვითარება და განხორციელება;
** მედიიდან, ადამიანებისგან და ორგანიზაციებისგან კითხვების მიღება და პასუხი, ტელეფონით და ელექტრონული მეილით;
** პრეს რელიზების დაწერა და დისტრიბუცია მედია საშუალებებით;
** მედიის/სიახლეების ანალიზი და უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევების გამოყენების შეფასებაზე მოხსენებების გაკეთება;
** უნივერსიტეტს შიდა ჟურნალის შექმნა/განახლება, ქეისების, სიტყვების (speeches), სტატიების და წლიური მოხსენებების დაწერა;
** ივენთების ორგანიზება, რაც მოიცავს პრეს კონფერენციების, აკადემიური კონფერენციების, გამოფენების, ღია დღეების და პრეს ტურების მოწყობას;
** ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღება;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის ასპექტის მართვა კრიზისულ სიტუაციაში.
** მოსწავლეებთან და მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება და წაყვანა უნივერსიტეტის უპირატესობების წარმოჩენის მიზნით;
** გამოფენებზე მონაწილეობის მიღება და უნივერისტეტის წარმოდგენა;

ძირითადი უნარები და კომპეტენციები:

** კრეატიულობა;
** ენერგიულობა
** ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 17 თებერვლის ჩათვლით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს https://goo.gl/forms/aThcJ3wUpry7yunk2 და გაიაროთ რეგისტრაცია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე