იმპორტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იმპორტის სპეციალისტი
მომწოდებელი: დიო
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
შპს "დიო" წამყვანი კომპანია საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში, ფირმა "დიო" დაარსებიდან 23-ე წელს ითვლის. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი გამსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად. იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შპს "დიო" აცხადებს ახალ ვაკანსიას იმპორტის სპეციალისტის პოზიციაზე.

ანგარიშვალდებულია: იმპორტის დეპარტამენტის უფროსთან
სამუშაო ადგილი: კომპანიის სათავო ოფისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;

ჩვენი შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო პირობები;
** 5 დღიანი სამუშაო კვირა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** წახალისების სისტემა;
** კვებით უზრუნველყოფა;

ჩვენი მოთხოვნებია:

** უმაღლესი განათლება; (ეკონომიკა, ბიზნესი);
** დამკვეთებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრეზენტაციის უნარი;
** ა/მანქანის მართვის გამოცდილება და მართვის მოწმობა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება 1 წელი;

თქვენი მოვალეობებია:

** იმპორტის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
** მომწოდებელთან, სადაზღვევო და სატვირთო კომპანიებთან ურთიერთობის დამყარება და მოლაპარაკებების წარმოება;
** შეკვეთის მომზადება და მომწოდებლისთვის გადაცემა;
** პროდუქციის იმპორტის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** მომწოდებელთან ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ტრანსპორტირების და განბაჟების ოპერაციების წარმოება;
** ახალი მომწოდებლების მოძიება, შეფასება;
** მომწოდებლებთან კორესპონდენციის წარმოება; თარგმნა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 28 თებერვალი. შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ შეტყობინება ელ-ფოსტაზე. რის შემდეგაც მოუწევთ 2 ეტაპის გავლა: გასაუბრება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტესტირება.

აქვე გაცნობებთ, რომ დიო ატარებს ანტი დისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე