საგრანტო კონკურსი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგრანტო კონკურსი
მომწოდებელი: USAID Zrda Activity
გამოქვეყნდა: 11 თებ / განახლდა: 15 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
თანდართული ფაილი: 205204-RFA 073.zip
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი "Zrda" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.

ამჟამად, USAID/Zrda საგრანტო კონკურსის # 073-3002G-002-S-2019, ფარგლებში აცხადებს აპლიკაციების მიღებას, სასტუმროებში/საოჯახო ტიპის სასტუმროებში ოჯახზე მორგებული მომსახურებების განვითარების ხელშესაწყობად.

დაინტერესებულმა პირებმა საგრანტო განაცხადი უნდა წარადგინონ არა უგვიანეს 2019 წლის 11 მარტისა (18:00 საათი).

დაგვიანებული განცხადები არ მიიღება.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე