მიმღები ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიმღები ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
მაღაზიათა ქსელის "ზღაპარი" დინამიურად ვითარდება. ამ ეტაპზე ის ფლობს 19 მაღაზიას თბილისის მასშტაბით. "ზღაპარი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დიღმის მასივი, თემქა, ლილო, საბურთალო

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია Apex-ის პროგრამის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel/Word)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საქონლის მიღება/მითვლა შესაბამისი წესების დაცვით.
** პროდუქციის რიგითობის დაცვა ვადიანობის მიხედვით.
** სასაქონლო მარაგების რაოდენობრივი და თანხობრივი ნაშთების ასახვა პროგრამულად.
** RS.GE - ის და პროგრამის შედარება ერთმანეთთან და კომპეტენციის შესაბამისად უზუსტობის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა.
** საწყობში არსებული პროდუქციის მარაგების, განლაგების, ვადების, ანოტაციების შესაბამისი წესების დაცვით კონტროლი.
** დაზიანებული და ვადაგასული პროდუქციის დაბრუნებისა და გაცვლის უზრუნველყოფა.
** ინვენტარიზაციის ჩატარება შესაბამისი წესების დაცვით.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ობიექტურობა
** ანალიტიკური აზროვნება
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: zgapari.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი.

კანდიდატების შერჩევაა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. კომპანიის სათაო ოფისში შემდეგ მისამართზე: ჭიჭინაძის # 17 (აფრიკა).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე