მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
მაღაზიათა ქსელის "ზღაპარი" უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია, გამორჩეული მომსახურება და დაბალი ფასები. კომპანია დინამიურად ვითარდება. ამ ეტაპზე ის ფლობს 19 მაღაზიას თბილისის მასშტაბით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.zgapari.ge

" ზღაპარი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დიღომი

აუცილებელი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** Apex-ის პროგრამის ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel/Word)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის მიმდინარე პროცესების მართვა და მონიტორინგი
** ნავაჭრის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
** მარკეტში წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
** პროდუქციის ფასების და აქციების მონიტორინგი
** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის აღწერის წარმოება
** მაღაზიის გაყიდვების ანალიზი
** სავაჭრო ობიექტის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე zgapari.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი.

კანდიდატების შერჩევაა მოხდება გასაუბრების საფუძველზე, კომპანიის სათაო ოფისში შემდეგ მისამართზე: ჭიჭინაძის # 17 (აფრიკა)

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე