უფროსი არქიტექტორი - ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უფროსი არქიტექტორი - ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: MUA - Multiverse Architecture
გამოქვეყნდა: 11 თებ / განახლდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ
"მუა" ეძებს უფროს არქიტექტორს - ტექნიკური დეპატამენტის ხელმძღვანელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროექტების მართვაზე. ზედამხედველობა ძირითადად დაკავშირებული იქნება პროექტის ფართო სტრატეგიების, საჭირო რესურსებისა და პროექტის შესრულების მიზნების განსაზღვრასთან. პრეტენდენტს მოეთხოვება ამ მიზნების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა და დასახული ამოცანების შესრულება, ისევე, როგორც ამ პროცესში მისი პირადი და მის დაქვემდებარებაში არსებული გუნდის საქმიანობის ორგანიზება. სასურველ კანდიდატს უნდა გააჩნდეს ლიდერობისა და მენტორობის უნარ-ჩვევები და არქიტექტურის მაღალ დონეზე ცოდნა.

კვალიფიკაციები:

** მინიმუმ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება; (გამოცდილება საპროექტო სამუშაოების ყველა ეტაპში, მათ შორის კონცეფციის, სქემატური და დიზაინის ეტაპები, სამშენებლო დოკუმენტაციისა და დამხმარე მასალების მომზადება)
** არქიტექტურული საქმიანობის საფუძვლიანი ცოდნა;
** არქიტექტურული პროექტების შესრულებაში გუნდის მართვის გამოცდილება;
** სამშენებლო მასალების, დეტალების, სამშენებლო ტექნოლოგიის, მშენებლობის სისტემების შერჩევის, სამშენებლო კოდექსების საფუძვლიანი ცოდნა;
** ინდუსტრიის უახლესი ინიციატივების, ტექნოლოგიების და არქიტექტურულ, საინჟინრო და სამშენებლო (A/E/C) სფეროში მიმდინარე პროცესების ცოდნა;
** ციფრული საშუალებების, როგორიცაა AutoCAD, Revit და სხვა პროგრამების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება;
** ინგლისური ენის ფლობა.

განაცხადების მიღების ბოლო დღეა 25 თებერვალი.

რეზიუმე და პორტფოლიო გამოგზავნეთ: office@mua.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე