ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
"ნუტრიმაქსი" 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მისი დანიშნულება საშუალო და მცირე ზომის ფერმერების ცხოველთა და ფრინველთა უმაღლესი ხარისხის საკვებითა და საკვები დანამატებით უზრუნველყოფაა.

Web-გვერდი: http://www.nutrimax.ge
Facebook: http://www.facebook.com/Nutrimax.ge/

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კორესპონდენციის წარმოება;
** სასტუმროების /ავიაბილეთების და ა.შ დაჯავშნა-ყიდვა;
** თანამშრომლების მივლინების უზრუნველყოფა;
** უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება;
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
** საოფისე მასალებისა და ინვენტარის შეძენა/ მონიტორინგი;
** კომპანიის დიასახლისების სამუშაო დღის დაგეგმვა და კონტროლი; შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა;
** ​Facebook გვერდის მართვაში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (საუბარი, წერა, კითხვა);
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინფორმაციის მოძიების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებას
** ტრანსპორტირებას

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, ლ. ღოღობერიძის ქ. 67 ბ;
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 09:30-17:30;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოფისის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე