ადმინისტრაციული ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრაციული ოფიცერი
მომწოდებელი: დასტა რექორდს მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
სს "დასტა რექორდს მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ოფიცრის პოზიციაზე ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში (კაიროს ქ.).


დასტა რექორდს მენეჯმენტი ("დასტა") არის არქივის აუთსორსინგის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საარქივო მომსახურებას, ელექტრონული ჩანაწერების მენეჯმენტს და დოკუმენტაციის უსაფრთხო განადგურებას. კომპანია დაარსდა 2014 წელს ქართველი, ამერიკელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ.

სამუშაოს აღწერა:

** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** კადრების შერჩევის პროცესის ორგანიზება;
** შესყიდვების განხორციელება და შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** წერითი და სასაუბრო ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** მოწესრიგებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიულობა, პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დასტა გთავაზობთ:

** საერთაშორისო გუნდთან თანამშრომლობის საშუალებას;
** მხიარულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით შეავსოთ აპლიკაცია და ატვირთოთ CV შემდეგ მისამართზე: drm.ge/ვაკანსიები და გთხოვთ აირჩიოთ ვაკანსიის დასახელება - ადმინისტრაციული ოფიცერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე