ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია ტექნიკოსის პოზიციაზე.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს. "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი", როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ელექტრო - ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
** ტექნიკური სამუშაოები: სამღებრო, სანტექნიკა;
** გათბობა გაგრილების სისტემების კონტროლი;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული აღმოფხვრა;
** ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკოსის პოზიციაზე;
** სანტექნიკური სამუშაოებისა და სამღებრო სამუშაოების გამოცდილება;
** გათბობა-გაგრილების სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არა უგვიანეს 2019 წლის 17 თებერვლისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტექნიკოსი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე