აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: მეგალაბი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ
"მეგალაბი" აცხადებს აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.

"მეგალაბი" ქვეყნის რეგიონის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების განხორციელების მოთხოვნების სრულად დაფარვა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პ.ქავთარაძის # 23
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** აპლიკაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროგრამული უზრუნველყოფისას წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება;
** ინციდენტებზე / ხარვეზებზე დროული რეაგირება, მათი აღმოფხვრა, კონტროლი და მონიტორინგი;
** პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირება (კონფიგურაციის განახლება, სისტემის მომხმარებლების და როლების მართვა, სხვადასხვა ანგარიშგებების შედგენა, მონაცემების მრავლობითი დამუშავება და სხვა);
** პროგრამაში ახალი ფუნქციონალური მოდულების დამატების ადმინისტრირება, ტესტირება და თანამშრომლებისათვის (მომხმარებლებისათვის) წარდგენა-ტრეინინგი, ინსტრუქციების/სახელმძღვანელოს შექმნა;
** უშუალო უფროსის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** Microsoft OS პლატფორმების (Windows 7, 10) მაღალ დონეზე ცოდნა
** Windows server-ებთან მუშაობის გამოცდილება
** ქსელური ტექნოლოგიების, სტანდარტებისა და პროტოკოლების ცოდნა
** პროგრამული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 თებერვალი, 2019.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"მეგალაბში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე