ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სმარტ ტაქსი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
"სმარტ ტაქსი" არის ინოვაციური ქართული კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ტაქსით მომსახურებას ახალი, გამართული, ჰიბრიდული ტიპის ავტომობილებით. კომპანიის მთავარი მიზანია მომხმარებლის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება, რაც გამოიხატება შემდეგში:

** კომპანიის ავტოპარკი შედგება 2010 წლის შემდეგ გამოშვებული ავტომობილებისგან.
** ყველა ავტომობილი აღჭურვილია, თანამედროვე ტექნოლოგიებით: მობილურის დამტენი, WIFI, bluetooth, GPS.
** გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით ასევე საბანკო ბარათით.
** ტაქსის გამოძახება შეგიძლიათ როგორც აპლიკაციით ასევე სატელეფონო საშუალებით.
** ავტომობილი, მძღოლი, მგზავრი და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული სხვა ავტომობილები დაზღვეულია.
** მუსიკალური ჟანრის შერჩევა ხდება თქვენი სურვილისამებრ.
** არც ერთ ავტომობილში არ არის ჩამონტაჟებული გაზის აპარატი/ავტომობილში ისხმება პრემიუმ ხარისხის ბენზინი, რომელსაც კომპანიას უზრუნველყოფს.

პოზიცია: ქოლ-ცენტრის ოპერატორი

აუცილებელი მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი/მამრობითი.
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყველა სატელეფონო ზარზე დროული პასუხი.
** აპლიკაციაზე მისამართების მითითება.
** საჭიროების შემთხვევაში მძღოლებთან კონტაქტი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** გამართული მეტყველება;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი გრაფიკი ყოველ მეოთხე დღეს.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@smarttaxi.ge (გთხოვთ, თემის ველში "Subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე