გაყიდვების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების ოფიცერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 18 თებ
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე, სადისტრიბუციო არხების განვითარების განყოფილებაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** ფიზიკური პირებისთვის კონსულტაციის გაწევა სადაზღვევო პროდუქტებისა და სადაზღვევო მომსახურების მახასიათებლის და სარგებლიანობის შესახებ;
** ფიზიკური პირებისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა სადაზღვევო პროდუქტის შესახებ;
** არსებულ პროცედურებზე დაყრდნობით, პოლისების და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება,შენახვა, დაარქივება.
** სადაზღვევო პოლისების ადმინისტრირება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველის სადაზღვევო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** აქტიური;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 18 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების ოფიცერი".

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე