დაზღვევის უმცროსი ოფიცერი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დაზღვევის უმცროსი ოფიცერი - ზუგდიდი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 18 თებ
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას დაზღვევის უმცროსი ოფიცრის პოზიციაზე, ზუგდიდში.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება სხვადასხვა გზებით;
** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების მიზნით;
** კლიენტებთან შეხვედრის დანიშვნა, მოლაპარაკება და სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება, სასურველია ფინანსურ სფეროში (ბანკში ან სადაზღვევო კომპანიაში).
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** მიზანდასახული.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 18 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "დაზღვევის უმცროსი ოფიცერი- ზუგდიდი"

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე