კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ისი პარი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 1 მარ
პარფიუმერული ქსელი "ისი-პარი" 1995 წლიდან ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სწრაფად განვითარების პარალელურად კომპანია უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო სიახლეებმა და პრეზენტაციებმა დაუყოვნებლივ მოაღწიოს ქართველ მომხმარებლამდე.  ჩვენი პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა.

კომპანია გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას, ასევე, პროფესიული და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას.

"ისი-პარი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ფუნქცია/მოვალეობები:

** პარფიუმერულ და თავის მოვლის საშუალებებთან დაკავშირებით მომხმარებლისთვის დეტალური კონსულტაციის გაწევა;
** ეფექტური გაყიდვების განხორციელება;
** მომხმარებლებისთვის სიახლეების გაცნობა;
** მაღაზიის პროდუქციის აღწერაში მონაწილეობა;
** ჩაბარებული ბრენდების პროდუქციის ნაშთების ანალიზი და შეკვეთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება პრომოუტერისთვის/მაღაზიის მენეჯერისთვის;
** ჩაბარებული ბრენდების თაროებზე განლაგების კონტროლი და მონიტორინგი;
** მაღაზიაში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა;
** ახალი თანამშრომლის გადამზადების პროცესში მონაწილეობა;
** მაღაზიაში ბრენდების პროდუქციის განლაგების მონიტორინგი ბრენდის მოთხოვნების შესაბამისად;
** მომსახურების სტანდარტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მომსახურების სტანდარტის პროფესიული ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამართული მეტყველების, ეფექტური პრეზენტაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ სამოტივაციო წერილი თემაზე: "რატომ "ისი-პარი"?", (სადაც შეგიძლიათ აღწეროთ რატომ გინდათ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში) და CV ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr-iciparis@prestige.ge არაუგვიანეს 2019 წლის 1 მარტისა. სამოტივაციო წერილის გარეშე თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გთხოვთ, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "პრესტიჟმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 3  წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე