მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: კინგსი საქართველო
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
"კინგსი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

"კინგსის" სასკოლო ოლიმპიადებში მთელი საქართველოს მასშტაბით 100 000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. ჩვენ ვახალისებთ, საინტერესო აქტივობებით ვავსებთ და გაცილებით უფრო მიმზიდველს ვხდით სასწავლო პროცესს, რის გამოც გვჯერა, რომ სწავლის ძირიმწარე არ არის.

გინდა, გაიგო მეტი? - ჰკითხე შენს მეგობარ მოსწავლეს.

ჩვენი ფასეულობები, რომელთაც, გვჯერა, რომ შენშიც აღმოვაჩენთ:

** თვითგანვითარება და თვითრეალიზება - ეს არის ის, რასაც ვაფასებთ.
** უშუალობა, პირდაპირობა, გულწრფელობა - ეს არის ის, რითიც ვხელმძღვანელობთ.
** წესრიგი, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა - ეს არის ის სამი უშეღავათო ცნება, რომელიც ჩრდილივით თან სდევს ყველაფერს, რაც ჩვენთანაა დაკავშირებული.

სამუშაოს აღწერა:

** მარკეტინგული კამპანიების შემუშავება და განხორციელება - როგორ გავაგებინოთ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ კინგსი მოსწავლისგანვითარებისთვის საუკეთესო საშუალებაა.
** სოც. მედია მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა და განხორცილება - საგანმანათლებლო და ამავდროულად სახალისო კამპანია, რომელიცაღფრთოვანებით აღავსებს და ერთიანად მოიცავს სოციალურ ქსელს.
** ივენთების დაგეგმვა და განხორციელება - ერთად მოვიფიქროთ, თუ რა გავაკეთოთ რომ საგანმანათლებლო აქტივობები იყოს სრულიად შესაბამისისიტყვისა "საუცხოო".
კონტენტის შექმნა და განთავსება კომპანიის საკომუნიკაციო არხებზე (ვებ გვერდი, Facebook Fun Page, YouTube channel, ბლოგი) - საქმე სიტყვიანი, სიტყვასაქმიანიო - რომ იტყვიან.
** მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზი - აქ დაგჭირდება სიღრმისეული ცოდნა ტერმინისა "კავშირი-უკუკავშირი", და ა.შ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამონათვალი:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ენების ცოდნა (ინგლისური)

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა - სხვანაირად არც წარმოგვიდგენიხარ.
** კრეატიულობა - თუ ხარისა და ბუს ერთმანეთთან წამნახევარში დაკავშირება შეგიძლია, ეგრე გააგრძელე.
** კომუნიკაბელურობა - როგორც განსაკუთრებული გატაცება.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი - რათა საქმესთან არასდროს დაგრჩეს უპასუხოდ კითხვა "მე აქა ვარ თუ იქ."

გამოგვიგზავნე CV 28 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე: hr@kings.ge, ელექტრონული წერილის თემაში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება - მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი. უპირატესობა მიენიჭება ადრე მიღებულ CV-ებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე