გრაფიკული დიზაინერი/სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი/სტაჟიორი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" (შპს "ჯი და ჯი ქოოფერეიშენ") აცხადებს სტაჟირებას მარკეტინგის დეპარტამენტში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

თუ ხარ მოტივირებული ახალგაზრდა და გსურ პირველი სამუშაო გამოცდილების მიღება, ჩვენ გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას.

სამუშაო სპეციფიკა:

** მარკეტინგული და სარეკლამო მასალების დიზაინის მომზადება;
** სამუშაო გრაფიკი თავისუფალი/მენეჯერთან შეთანხმებით;
** სამუშაოს შესრულება შესაძლებელია დისტანციურად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** გრაფიკული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Corel);
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.
** მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნოთ მისამართზე: hr@lucapolare.com და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე