ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Mercure Tbilisi Old Town
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
"AccorHotels" არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი 50 წლიანი ისტორიით, რომელიც აერთიანებს 30-ზე მეტ ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. "აკორის" ჯგუფი მოიცავს 4300-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 100 ქვეყანაში.

"AccorHotels"-ის ჯგუფის წევრი "Mercure Tbilisi Old Town" და "ibis Styles Tbilisi Center" აცხადებს ვაკანსიას შემოსავლების ბუღალტრის პოზიციაზე, ფინანსურ დეპარტამენტში.

ძირითადი მოვალეობები:

** დებიტორების კონტროლი;
** ინვოისების მომზადება;
** ფასების კონტროლი;
** 1C-ში გადახდების ყოველდღიური დარეგისტრირება და საბანკო მონაცემებთან შედარება;
** წინასწარი გადახდების კონტროლი;
** პრობლემური დავალიანებისა და სხვა საკითხების შემთხვევაში დებიტორებთან კონტაქტის დამყარება;
** დღგ-სგან გათავისუფლების ოპერაციები;
** ანულირების, შესწორებების და შემოსავლების კონტროლი;
** საბანკო ანგარიშგება;
** შიდა რეპორტების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ფინანსების განხრით;
** 1C-ს ცოდნა სავალდებულოა; სასტუმროს სისტემა Opera-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული/რუსული ან ქართული/ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური და ორგანიზებული;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის და პრობლემის გადაჭრის უნარი;
** მითითებების დაცვის უნარი.

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. ჩვენ ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის!

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ქართულ/ინგლისურ ენაზე, ფოტოსთან ერთად), შემდეგ მისამართზე: H9417-HR2@accor.com და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("ბუღალტერი"/" Accountant"), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე